You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience and security.
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Vkontakte
  • Pinterest

საფერავი

7 დეკემბერი, 2016

საფერავი!...მსოფლიოში განთქმული ვაზის უნიკალური ჯიში, რომლითაც მზადდება უკვე მრავალ ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი ალკოჰოლური სასმელი-ზეარის ჭაჭა!
ხელთნაკეთი ზეარის უნიკალური ჭურჭლის შუაგულში გამოძერწილ ყურძნის მტევანში სწორედ საფერავის შეუდარებელი ღვინის წვეთებია სიმბოლურად ჩაღვენთილი, ხოლო თავად ჭურჭელში კი-ამავე ღვინით დამზადებული განუმეორებელი სასმელი-ზეარის ჭაჭა.


საფერავი


კახეთის მეღვინეობის რაიონში ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში ფართოდ გავრცელებულ სტანდარტულ სამრეწველო წითელი ყურძნის ჯიშს-საფერავს. ამ საღვინე ჯიშის გადამუშავება ეკოლოგიური პირობებით განისაზღვრება, კერძოდ, ქიმიური შემადგენლობის შესაბამისად, თბილჰავიან რაიონებში საფერავისგან აყენებენ სუფრის წითელ, ხოლო ცხელჰავიან რაიონებში კი- მაგარ და სადესერტო ღვინოს. ამ ჯიშის არაჩვეულებრივი სიმდიდრე სხვადასხვა ვარიაციებითაა განპირობებული, და რაც მნიშვნელოვანია, მის გარდა, არც ერთ ქართულ ჯიშს არ ახასიათებს მსგავსი თვისება. ეს სიმდიდრე აიხსნება ხანგრძლივი დროის მანძილზე გარემო პირობების ხშირი და მკვეთრი ცვალებადობით.
საფერავის მთავარი ღირსება მისი სამეურნეო და ტექნოლოგიური თვისებების მთლიანობაშია, კერძოდ, მას ახასიათებს მაღალი მოსავლიანობა, გარემო პირობებთან კარგი შეგუება, სოკოვანი ავადმყოფობის მიმართ გამძლეობა, ტრანსპორტაბელურობა და ყინვის ამტანიანობა. მისგან ყველა ტიპის ღვინო მზადდება, სახელდობრ: სასუფრე, მაგარი, და სადესერტო. ღვინის ხანგრძლივი დაძველებისას, დავარგისება და გაუმჯობესება საფერავის კიდევ ერთ-ერთი დადებითი თვისებაა.
საფერავის ჯიში მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში ხარობს, რადგან გარემო პირობებს კარგად ეგუება. კახეთში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, საფერავის ჯიში უმაღლესი ხარისხის კლასიკური ბურგუნდიის ტიპის სუფრის, ხოლო მარცხენა მხარეს კი-შედარებით უფრო რბილ, ბორდოს ტიპის, სრულ, ჰარმონიულ, ხავერდოვან ღვინოს იძლევა. საფერავის ჯიშს ახასიათებს ინტენსიური შეფერვა, სხეულის სისრულე, ჰარმონიულობა და არომატული ბუკეტი. მაღალ ალკოჰოლიანობასთან ერთად იგი შეიცავს საკმაო მჟავიანობას, სხეულს და სხვა შემადგენელ ნაწილებს.
კახური ვაზის ჯიში საფერავი დიდ კონკურენციას უწევს მსოფლიოს ისეთ საუკეთესო წითელ ღვინის ჯიშებს, როგორებიცაა: კაბერნე-სოვინიონი და პინო-შავი, ხოლო თავისი ღირსებით არანაკლებია ბორდოს კაბერნესა და ბურგუნდიის პინოს ცნობილ ღვინოებზე. ტექნოლოგიური და სამეურნეო თვისებების მიხედვით, მსოფლიო ასორტიმენტის წითელ ჯიშებს შორის საფერავის ჯიში უნიკალურია. #zearis