• Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Vkontakte
  • Pinterest

რქაწითელი

25 ნოემბერი, 2016

კახეთის რაიონის მეღვინეობის სამრეწველო ადგილობრივ ვაზის ჯიშთა შორის გამოირჩევა მთელ აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული უნივერსალური ჯიში-რქაწითელი. ვაზის ეს ჯიში ჩვენი ქვეყნის სტანდარტული ჯიშია და იძლევა მაღალხარისხოვან ევროპული და კახური ტიპის სუფრის თეთრ ღვინოს, კარგ სადესერტო ღვინის მასალას და ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის დამამშვენებელ ყურძენს.

როგორც აღვნიშნეთ, რქაწითელი აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის უნიკალური ჯიშია. მისი ასე ფართოდ გავრცელება აიხსნება უხვი მოსავლიანობით, პროდუქცის ხარისხით და გარემო პირობებთან კარგი შეგუებით, მაღალი სამეურნეო და ტექნოლოგიური თვისებების შემცველობით, რამაც უზრუნველყო მისი კიდევ უფრო მეტად გავრცელების პერსპექტივა ახლო მომავალშიც.

რქაწითელის ვაზის ჯიში გამოირჩევა იმითაც, რომ ჩრდილოეთის რაიონების ყველაზე ყინვაგამძლე ვაზის ჯიშებს -რისლინგს, პინოს და სხვ. ყინვისადმი  გამძლეობით არ ჩამოუვარდება. ამ ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშიდან მიიღება არა მხოლოდ იშვიათი თვისების კახური ტიპის ღვინო, არამედ  მაღალი ხარისხის სადესერტო ღვინოც და ყურძნის  საუკეთესო წვენი, გარდა ამისა, მისი ყურძენი სუფრის არაჩვეულებრივ სამშვენისს წარმოადგენს.

რქაწითელი გამოიყენება ყველა ტიპის ღვინის და ყურძნის უალკოჰოლო წვენის მისაღებად. მისი მარცვლის წვნიანობა და სასიამოვნო არომატი  სუფრის მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.