• Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Vkontakte
  • Pinterest

კომპანია „ზეარის“-ის ჯილდოები (2015)

1 დეკემბერი, 2015

2015 წელს ქართულმა კომპანია “ზეარის“-მა  მსოფლიოს ინოვაციური სასმელების კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსზე 40 სხვადასხვა ქვეყნიდან 360 კომპანიის პროდუქტი იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო კონკურსის დასკვნითი ნაწილი და დაჯილდოვება გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე ამ კონკურსზე პირველად იქნა წარმოდგენილი.  კომპანია „ზეარის“-ისთვის პირველივე დებიუტი წარმატებით დასრულდა. მაღალი კონკურენციის გათვალისწინებით, ზეარის ჭაჭა ფინალისტი გახდა. ჩვენ საუკეთესო შეფუთვის ნომინაციაში ძალიან ძლიერი და ცნობადი ევროპული, ამერიკული და აზიური ბრენდები დავამარცხეთ. ეს წარმატება ჩვენთვის და ზოგადად ქართული წარმოებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციების პოპულარიზაციას.

        დღესდღეობით ქართული ჭაჭა ნაკლებად ცნობილია საერთაშორისო დონეზე. შოტლანდიური, ამერიკული ან იტალიური მაღალალკოჰოლური სასმელები მეტად გაპიარებული და ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტებია. მათი უმეტესობა სიმინდის, შაქრის ლერწმის, ღვიის, ხორბლის, სოიოს რექტიფიკაციით არის მიღებული. მოგვიანებით კი ხდება მათი დავარგება და გემოვნური თვისებებით შევსება მუხის კასრის გამოყენებით. ჭაჭა მათგან განსხვავებით, ყურძნისგან მზადდება, რომელიც ბუნებრივად შეიცავს  სხვადასხვა მნიშვნელოვან მინერალებს. ქვევრში ჭაჭის დადუღებით და მაღალტექნოლოგიური დისტილაციით მიღებული პროდუქტი იძენს რბილ გემოვნურ თვისებებს, ინარჩუნებს მაღალ გრადუსს, სასიამოვნო გემოს და რაც მთავარია, უპირატესია სხვა მარცვლოვანი კულტურებით მიღებულ სასმელებთან შედარებით.

        2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ  „ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015“ და დაჯილდოვება გამართა. „ზეარის“-ი წლის საუკეთესო ჭაჭად დასახელდა, რაც მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს კომპანიისთვის.ზეარის ჭაჭას, თავისი ხარისხით, დავარგების ისტორიული ტრადიციის აღდგენით და დისტილაციის თანამედროვე მეთოდებით, მსოფლიოში ცნობილ მაღალალკოჰოლურ სასმელებს შორის ღირსეული ადგილის დაკავება შეუძლია.   კომპანია „ზეარის“-ის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, კერძოდ,  მსოფლიომ უკეთ რომ გაიცნოს ჩვენი ქვეყანა და ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილები მსოფლიოს მასშტაბით.