You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience and security.
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Vkontakte
  • Pinterest

სამი ქართული ლეგენდა, რომელიც “ზეარისის” ინსპირაციად იქცა და სასმელი მხოლოდ ქალბატონებისთვის

2 სექტემბერი, 2016
 
მითები არგონავტებზე, ამირანსა და თბილისელ ხოხობზე არავისთვისაა უცხო, თუმცა, ვინ წარმოიდგენდა, თუკი ეს სამი ამბავი ქართული მითოლოგიიდან სასმელის სახით მოგვევლინებოდა?! კომპანია “ზეარისმა” ამ ლეგენდების შთაგონებით სასმელი წარმოგვიდგინა და  “მითოლოგია” უწოდა. სანაქებო არომატთან ერთად, გამორჩეულია შეფუთვითაც, რომელიც, ისევე როგორც “ზეარისის” ყველა სხვა ნაწარმი, თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია. კომპანია ამაზე არ გაჩერდა და სპეციალურად ქალბატონებისთვის სასმელიც შემოგვთავაზა. “ზეარისის” კონცეფციასა და ფასეულობაზე სარეკლამო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჩიხლაძე გვესაუბრა.
 

M: როგორ იქმნება ზეარის-ის პროდუქცია და რა დატვირთვა აქვს ყურძნის მტევანს ბოთლის შიგნით?

ზეარის პროდუქტი იქმნება უნიკალური მეთოდით და იგი წარმოადგენს სინთეზს მეტად დახვეწილი ძველი ტრადიციებისა, თანამედროვე მეცნიერულ ცოდნასთან. ჩვენი პროდუქტის შექმნაზე მუშაობდნენ მსოფლიო რანგის ტექნოლოგები და მეცნიერები. ამიტომაც შევარქვით მას “ზეარის”, იმიტომ, რომ იგი ყველა პროდუქტზე ზე- არის. ვაზის მტევანი, შიგ სიმბოლურად ჩაღვენთილი ღვინო საფერავით ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა და ამავდროულად მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ამ ყურძნისგან არის დამზადებული თვით ჭაჭაც. მტევანი ჩვენთვის თავისი ღვინით სულია, ჭაჭა და ხელთნაკეთი ბოთლი კი – სხეული, რომელიც მთლიანობაში საქართველოს სიმბოლურად ჰგავს.

M: ვისთვის იქმნება ზეარისი, ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ზეარისი იქმნება ყველასთვის, მაგრამ ვწუხვართ, რომ ჩვენი თვითღირებულება იმდენად მაღალია, რომ იგი დღეს ყველასათვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, ამიტომ დღევანდელი სამიზნე სეგმენტი ალბათ ის წარმომადგენლობაა, რომელსაც შეუძლია საჩუქრები მიართვას სხვას, გაუკეთოს საკუთარ თავსაც და დატკბეს ჩვენი ჭაჭის უნიკალური გემოთი. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ეკონომიკა წინ მიდის, ჩვენც მალე, ალბათ ჩვენს ხელთნაკეთ ბოთლს აქვე შევქმნით – საქართველოში და ეს გაგვიიაფებს და გახდის მას სახალხო პროდუქტად. ამავდროულად, ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალფასიან სეგმენტს, რომელიც მხოლოდ ბიზნეს წრეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ არაფრით არ დავაკნინებთ იმ ადამიანთა შესაძლებლობებსაც, რომელთაც ასეთი საშუალება არ აქვთ და მათთვისაც არანაკლებ პროდუქტს ვქმნით.

M: გვიამბეთ “მოთოლოგიას” კონცეფციაზე…

ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი მითები შევარჩიეთ. ერთი მითი არგონავტებისა და ჩვენი მედეას შესახებ, რომელიც გამოირჩევა ერთგულებითაც, ტრაგიზმითაც, სიბრძნითაც. ამავდროულად, თქვენ კარგად იცით, რომ მედიცინა როგორც ცნება და სიტყვა, მოდის მედეასგან. ეს პროდუქტი ჩვენ გავაჯერეთ მედეას სამშობლოში, კოლხეთში დაკრეფილი ფორთოხლისა და ციტრუსების ნატურალური პროდუქტით, რომელიც უნიკალურად შევაერთეთ ქართულ, კახურ, ჩვენს მიერ წარმოებულ ჭაჭასთან. მართლაც უნიკალური პროდუქტი გამოვიდა. მედეას ბოთლს მივეცით ზღვის ფერი.

მეორე მითი, ამირანი, რომელიც ასევე გამოირჩევა ქართულ მითებს შორის, მე ვიტყოდი მსოფლიო მითებს შორისაც… ამ ბოთლზე ჩვენმა დიზაინერებმა ბევრი იმუშავეს და შექმნეს უნიკალური პროდუქტი. მასში თერთმეტი წლის კონიაკი ასხია მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ცნობილი მიზეზების გამო, ვერ ვუწოდებთ მას კონიაკს და ამიტომაც დავაწერეთ VSOP, რომ მომხმარებელი მიხვდეს – რომ ეს პროდუქტი კონიაკია. ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ სრულიად გულწრფელები ვართ მომხმარებელთან, რადგანაც ეს ბოთლი აიტანდა „XO“ -ს წარწერასაც, მაგრამ წავაწერეთ ის, რა პროდუქტიც გვქონდა და შევქმენით.

მესამე – თბილისი და ვახტანგ გორგასალი, რომელიც უკვე გვირგვინია და გადმოსულია ჩვენს წელთაღრიცხვაში. გამოდის, რომ მითი და რეალობა ჩვენ ერთმანეთს შევუხამეთ. მასში ჩვენი ჭაჭა ასხია, რომელიც ზეარისის სხვა პროდუქტისგან იმით განსხვავდება, რომ იგი 40 გრადუსიანია.

M: როგორ შეიქმნა “Only For You”?

აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში არავის უწარმოებია სასმელი სპეციალურად ქალბატონებისთვის, შეყვარებულებისთვის, დედებისთვის, დებისთვის და ა.შ. სწორედ ამან გვიბიძგა შეგვექმნა ეს პროდუქტი, რომელიც ძალიან წააგავს პროდუქტ მედეას, მაგრამ იგივე არ არის. რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა ჩვენი ქალბატონებისთვის და მანდილოსნებისთვის არ დაგვემზადებინა უნიკალური და ულამაზესი ყუთი და ასეთი ყუთი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო გალაქტიონის სიტყვების გარეშე „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს…“ მას შევარქვით „მხოლოდ შენ ერთს“.

M: რას ნიშნავს ბრენდის სახელწოდება “ზეარის”? 

“ზე”, მოგეხსენებათ, ყველაფერზე მაღლა მდგომს ნიშნავს, ჩვენი პროდუქტი კი მართლაც ზე  არის სხვა პროდუქტებზე.  გარდა ამისა, სიტყვა ზეარის მრავლისმეტყველია და გველაპარაკება იმ მთავარზეც, რომლის სიყვარულსაც, როგორც ბატონი გურამ დოჩანაშვილი ამბობს, „დაფარვა სჭირდება“. შევქმენით ჩვენი პროდუქტი მაშინ, როდესაც მოგვეცა თავისუფალი აზროვნებისა და განვითარების შესაძლებლობა და როდესაც ქვეყანამ ამოისუნთქა ანუ 2012 წელს. თუმცა, პროდუქტზე ფიქრი 90-იანი წლებიდან დაიწყო. რას ვიზამთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პირველივე წელს გავიმარჯვეთ მსოფლიო კონკურსში ნიუმბერგში და გავედით ფინალში, პირველი ადგილი ავიღეთ ალკოჰოლურ სასმელებში, წარმოდგენილი იყო მსოფლიოს წამყვანი პროდუქტები. გავიმარჯვეთ საქართველოში და ავიღეთ ჭაჭაში პირველი ადგილი (იხილეთ ჯილდოების სურათები) და რაც მთავარია, გავიმარჯვეთ საქართველოში ჩვენს მომხმარებლებთან, მათ ჩვენ აგვირჩიეს და გვაღიარეს, როგორც საუკეთესო პროდუქტი და უკეთეს საჩუქარს დღეს ალბათ ქართველი ქართველს ამ სეგმენტში ვერ უძღვნის.

სამომავლო გეგმას, ამ ეტაპზე, ასე გეტყვით, ახალ წელს ქართველებს და დანარჩენ მსოფლიოსაც ერთ-ერთ ატრიბუტად სუფრაზე ყოველთვის უდევთ შამპანური. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქტი არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ ქართველთათვის ყველა დღესასწაულს ამშვენებდეს და იგი ყველა ოჯახისთვის იქცეს ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს საქართველოს სიდიადესა და მის კავშირს ვაზთან. დანარჩენ გეგმებს, თქვენის ნებართვით, ამ ეტაპზე, გავასაიდუმლოებთ.

წყარო