საგაზაფხულო გეგმებსა და მოლოდინებზე ვესაუბრეთ კომპანია ,,ზეარის’’-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ჩიხლაძეს :
საგაზაფხულო ტურისტული სეზონი ჯერ ოფიციალურად არ არის გახსნილი, თუმცა კომპანია ,,ზეარის’’-მა ტურისტების პირველი ნაკადი უკვე მიიღო. რა გეგმები და მოლოდინები გაქვთ?
მე და ჩემი კოლეგები საკმაოდ დიდიხანია ვმუშაობთ ამ კომპანიაში, იმდენად დიდიხანია, რომ უკვე თითქმის მივეჩვიეთ ამ პროდუქციის სიმდიდრეს და ხარისხს. ამის გამო ხშირად ვხვდები, რომ უცხოელი ტურისტი, რომელიც პირველად ეხება და აგემოვნებს ,,ზეარის ჭაჭას’’, უფრო დიდი აღფრთოვანებით და აღტკინებით გადმოსცემს მის თვისებებს, ვიდრე ჩვენი კომპანიის პრეზენტატორი. სწორედ ასე მოხდა საგაზაფხულო ტურისტული სეზონის გახსნაზეც. დღეს ჩვენ „ზეარის ჭაჭა ტურის“ პირველი უცხოელი სტუმრები მივიღეთ და ამით გახსნილად გამოვაცხადეთ საგაზაფხულო ტურისტული სეზონი. რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა მონაწილეობა მიიღეს ჭაჭის გამოხდის პროცესში და თავიანთი გამოხდილი სასმელი დააგემოვნეს. ამ ეტაპზე დეგუსტაციაზე მხოლოდ „სამეფო ლურჯი“ იყო წარმოდგენილი. აპრილის თვიდან ჩვენ სადეგუსტაციოდ გამოვიტანთ „ლიმიტირებულ გამოშვებას’’ და „მხოლოდ შენ ერთს“. ,,ლიმიტირებული გამოშვების’’ საცავში საკმაოდ მცირე რაოდენობა გვაქვს დარჩენილი, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენი ეროვნული სასმელის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი იყოს წარმოდგენილი სადეგუსტაციო სტენდზე. წელსაც ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ ჩვენს პირობას და ჩვენი ყველაზე რთული და ძვირფასი ნამუშევარი “მითოლოგია” ისევ მხოლოდ ექსკლუზიურად ჩვენთან გაიყიდება, თუმცა მისი სითხის მაღალი ღირებულების გამო, ამ პროდუქტს ტურისტების სადეგუსტაციო სტენდზე არ მოვათავსებთ.
რა ღონისძიებები შედის ,,ზეარის ტურში’’?
,,ზეარის’’ - ის სათაო ოფისი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის ტურისტული ნაკადები, რომლებიც მცხეთის მიმართულებით მიემგზავრებიან, ჩვენთან გაჩერდნენ, მიიღონ მონაწილეობა ჭაჭის გამოხდაში და დააგემოვნონ ის, ამ დროს კი ჩვენ მათ მოვუყვებით ჭაჭის ისტორიის შესახებ, გავაცნობთ ქართული ვაზის ტრადიციებს და ისტორიას. ჯერაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ საქართველო ვაზის სამშობლოა და მსოფლიოში აღმოჩენილი ვაზის ჯიშებიდან 90% ქართულია. აქვე ვაწყობთ ფოტოსესიას, ეს სერვისი ჩვენს სტუმრებში დიდი მოწონებით სარგებლობს. ყველა ტურისტს სურს, სამახსოვროდ დარჩეს ჩვენს შოურუმში პროფესიონალურად გადაღებული ფოტოები.
რა არის თქვენი მოლოდინები წლევანდელ ტურისტულ სეზონზე?
ჩვენი პროდუქცია წარმომადგენლობით სახეს ატარებს; ის წარმოადგენს ქართული კულტურისა და ტრადიციის სახეს ჭაჭის მიმართულებით. ,,ზეარის’’ ხელნაკეთი პროდუქცია საუკეთესო სასაჩუქრე და სამახსოვრო პროდუქტს წარმოადგენს უცხოელებისთვის. ჭაჭა, როგორც ბრენდ, საკმაოდ ცნობილია პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ სლავური წარმოშობის მოქალაქეებში ჩვენი პროდუქციის გაპიარება ჩვენთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. წელს ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებებით და ჭაჭის ტურის მეშვეობით „ზეარის ჭაჭის“ ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას ვვარაუდობთ ტურისტულ სეგმენტში.
ამ დროისათვის ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ საქართველოში წარმოდგენილ 10-ზე მეტ ცნობილ და წარმატებულ ტურისტულ სააგენტოებთან. ვფიქრობთ, რომ საგაზაფხულო ტურისტული სეზონის ამოწურვამდე ჩვენ ყველა ძირითად ტურისტულ ოპერატორთან გვექნება მჭიდრო ურთიერთობები. ხოლო მომავალი წლის გეგმებში შედის ,,ჭაჭა ტურის სერვისს’’ დამატებული: ტური კახეთში, ჩვენს ქარხანაში და ასევე, ტური სამეგრელოში, სადაც უკვე დასასრულს უახლოვდება ჭაჭის და ღვინის მუზეუმის რეაბილიტაცია. ამის შემდგომ ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის ტურისტულ სეზონებზე უწყვეტად მივაწოდოთ ტურისტებს “ზეარის სერვისები”. ჭაჭა არის - „ზეარისი“, რომელიც ნელ-ნელა იმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიოში ცნობილ სასმელებს შორის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისების დახვეწით და გაფართოებით ნამდვილი ქართული ჭაჭა ძალიან ბევრ, დღეისთვის ცნობილ ბრენდს დაჩრდილავს. წლევანდელ სეზონზე ჩვენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ხარისხიანი ქართული სასმელის პოპულარიზაციისთვის.