You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience and security.
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Vkontakte
  • Pinterest

გამოფენა ჰონგ კონგში vinexpo 2018

15 ივნისი, 2018

რამდენიმე წელია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან აზიური ბაზრით. ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, ალკოჰოლური სექტორისადმი მხარდაჭერა - ეს ის პრიორიტეტებია, რაც ჰონგ კონგს საუკეთესო ადგილად აქცევს ღვინისა და ალკოჰოლის ინდუსტრიისთვის.
1998 წელს სწორედ ამ მიზნით პირველად ჩატარდა VINEXPO HONG KONG. 20 წლის წინ ეს იყო ყველაზე მაშტაბური მოვლენა, რადგან გამოფენამ იმთავითვე იმპორტიორებისთვის , მყიდველებისა და სომელიეებისთვის საუკეთსო სტრატეგიული პლატფორმის როლი იტვირთა . ყოველ ორ წელში ერთხელ VINEXPO HONG KONG მასპინძლობს მათ, ვინც დაინტერესებულია აზიური ბაზრით. 
წელს გამოფენამ მეოცე წლისთავი იზეიმა და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მეღვინეებსა და ალკოჰოლის მწარმოებლებს უმასპინძლა. კომპანია ზეარისმა ასევე მონაწილეობა მიიღო ამ მაშტაბურ ღონისძიებაში. 
როგორც აღნიშნავს კომპანიის დირექტორი - თეონა ზაქრაძე :
„ -მსგავსი გამოფენები კომპანია ზეარისისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს. 
ერთი მხრივ, ეს საუკეთსო საშუალებაა ჩვენი მთავარი მიზნის, ჭაჭის პოპულარიზაციისთვის, მსოფლიოში არსებული, მსგავსი ტიპის ალკოჰოლური სასმელებს შორის ადგილის დამკვიდრების საქმეში, მეორე მხრივ, ჩვენთვის, როგორც მწარმოებლებისთვის საინტერესოა მძაფრი კონკურენციის პირობებში, რამდენად ხარისხიანი,კონკურენტუნარიანი პროდუქტი შევქმენით და რამდენად გასაგებია მისი ესთეტიკა და შიგთავსი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებისთვის.
- აქვე უნდა ითქვას, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მრავალი კომპეტენტური პირის: სომელიეების, ღვინის მაგისტრების და თავად მწარმოებლების შეფასება, რაც გამუდმებით განვითარებისკენ და დახვეწინსკენ გვიბიძგებს. რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი მიზანი მრავალ სხვა მიზანთა შორის იმპორტიორების მოძიება და ახალი ბაზრების ათვისებაა. 
კომპანია „ზეარის“ მომავალშიც გეგმავს მსგავს მაშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას,რათა თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქართული ალკოჰოლური ტრადიციების განვითარების და მისთვის მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრების საქმეში.“
კომპანია „ზეარის“ მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორებს . საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და თითოეულ მონაწილეს.