You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience and security.
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Vkontakte
  • Pinterest

''იმპორტის საერთაშორისო გამოფენა'' - ჩინეთი

6 ნოემბერი, 2018

კომპანია „ზეარის“ საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ „იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე“, რომელიც ჩინეთში ქალაქ შანხაიში პირველად ტარდება. 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 53 ქართულ კომპანიას საშუალება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ და გრანდიოზულ გამოფენაში. აღსანიშნავია, რომ გამოფენა გახსნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა მამუკა ბახტაძემ და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა სი ძინპინიმ. 
„ზეარის“ წარმატებას უსურვებს ყველა ქართულ კომპანიას და გვეამაყება, რომ ღირსეულად წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.