კომპანიამ „ზეარის“ მონაწილეობა მიიღო 2016 წლის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გამართულ ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონკურსში. თუ რა შედეგებით დასრულდა კონკურსი და რამდენად წარმატებული იყო იგი კომპანიისთვის, ვესაუბრეთ „ზეარის“ დირექტორს რამაზ კრიჭინაშვილს:
რომელი პროდუქტები წარადგინეთ ღვინის ეროვნულ კონკურსზე და კონკურსი რა შედეგებით დასრულდა?
როგორც თქვენთვის ცნობილია, კომპანიამ ,,ზეარის’’ უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა სომელიეთა ასოციაციის მიერ გამართულ ღვინის ეროვნულ კონკურსში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი თითქმის ყველა კომპანია. ჩვენმა კომპანიამ პირველად 2015 წელს მიიღო მონაწილეობა და გახდა გამარჯვებული ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო ჭაჭა“. სწორედ ზეარის ჭაჭის რბილი გემოვნური თვისებების დამსახურებით, ჭაჭის მწარმოებლებს შორის მაშინ პირველი ადგილი დავიკავეთ. ჩვენთვის წარმატების მიღწევა წელსაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ ყოველწლიურად, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ვზრუნავთ ხარისხის გაუმჯობესებაზე. წელს ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით, ყველასთვის ცნობილი სამეფო ლურჯად წოდებული „ზეარის ჭაჭით“ და სრულიად ახალი ქალთა სასმელით „ Only for You“. ეს უკანასკნელი არის ახალი პროდუქტი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოვიტანეთ ექსკლუზიურად მხოლოდ კორპორატიული კლიენტებისთვის. ამ პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს , რომ მას ციტრუსის გემო აქვს. როგორც ტექნოლოგები ამობენ, ციტრუსის შეხამება ჭაჭასთან არის ურთულესი ტექნოლოგიური პროცესი. რამდენიმე ძლიერი ტექნოლოგის შეფასებით ჩვენ გავბედეთ შერკინება რთულ ქიმიურ პროცესთან, ვინაიდან ციტრუსი ალკოჰოლს მთლიანად ართმევს მის კვებით (გემოვნურ) ღირებულებებს და გადაჰყავს იგი აბსოლუტურ ციტრუსის გემოში. ჩვენი პროდუქტი კი გაგაოცებთ ჭაჭისა და ციტრუსის ძალიან იშვიათი ნაზი შეთავსებით. ამ ყოველივემ გამოიწვია ჩვენი გამარჯვება ნომინაციაში ,,მედიის რჩეული’’. მედიის 26 წევრით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ უპირობო რჩეულად ,,ზეარის ჭაჭა’’ გამოაცხადა. ბევრი სასიამოვნო კომენტარიდან დამამახსოვრდა ნინო არაზაშვილის კომენტარი, რომელიც იყო ამ ჟიურის თავჯდომარე. მან გამოაცხადა: „ალტერნატივის გარეშე ვაცხადებთ ზეარის ჭაჭას გამარჯვებულად“ - ეს ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია. ეს კიდევ მეტ სტიმულს გვაძლევს იმისთვის რომ, მომავალი წლისთვის შევქმნათ ნოვატორული და ინოვაციური პროდუქტი, პრინციპში, ასეთი მოლოდინი აქვს ჩვენი კომპანიის მიმართ საზოგადოებას.
როგორ შეაფასებდით ქართული ღვინის ეროვნული კონკურსს და მის ტექნიკურ მხარეს?
სომელიეთა ასოციაციის გამართული კონკურსის ორგანიზაციული მხარე უდაოდ წლიდან წლამდე უმჯობესდება. ბევრად უფრო ორგანიზებული იყო წელს კონკურსი, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სომელიეთა ასოციაციის დამფუძნებელს ბატონ შალვა ხეცურიანს, რომელიც გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყველა კომპანიაში პირადად მიდიოდა და გასაუბრებას მართავდა, გამარჯვება პირადად მან მოგვილოცა.
კიდევ რომელიმე ცნობილ კონკურსში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
ჩვენი პროდუქტი 2015 წელს გერმანიაში საერთაშორისო კონკურსზე brau beviale ისეთი კომპანიების გვერდით როგორიცაა: ჰენესი, ჯონი ვოლკერი, ფილანდია და ა.შ. ნომინაციაში “საუკეთესო შეფუთვა” ფინალისტად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროდუქტი გამარჯვებულია როგორც შეფუთვით, ასევე მისი შიგთავსით. ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი სრულყოფილია, პროდუქტი მთლიანია, ერთიანია და პასუხობს ყველანაირ თანამედროვე მოთხოვნას და შეფასებას.
სასმელი ,,Only For You’’(,,მხოლოდ შენთვის’’) არც ერთ სხვა მაღაზიაში არ იყიდება. რატომ გაქვთ ეს სტრატეგია არჩეული ?
ეს სტრატეგია არ გახლავთ, ეს გახლავთ ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილება, ჩვენი კორპორატიული კლიენტების თხოვნით. მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქტი მაინც სასაჩუქრე VIP კატეგორიის სეგმენტს განეკუთვნება, ჩვენი კლიენტები არიან სახელმწიფო უწყებები. ყველა სახელმწიფო უწყების პროტოკოლის სამსახურში დევს ჩვენი პროდუქტი. ჩვენი კომპანია მუდმივად ატარებს მონიტორინგს, გამოკითხვას ჩვენს კორპორატიულ კლიენტებთან და მათი მოსაზრების გათვალისწიება მოხდა, რადგანაც მათ გვთხოვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ შევქმნიდით ისეთ პროდუქტს, რომელიც აბსოლუტურად ექსკლუზიური იქნებოდა. როდესაც ისინი ვინმეს პროდუქტს გადასცემდნენ საჩუქრად, ისინი ვერ ნახავდნენ ასეთ პროდუქტს მაღაზიაში, დახლზე და ა.შ, იქნებოდა ექსკლუზიური,განსაკუთრებული და ამაღელვებელი საჩუქარი. სწორედ ამან გვიბიძგა შეგვექმნა ისეთი ახალი პროდუქტები, როგორებიცაა: ,, ქართული მითოლოგია’’ და ,,Only For You’’ (,,მხოლოდ შენთვის’’), რომელიც შევქმენით 500 ეგზემპლარი და მინდა გითხრათ, რომ გაამართლა, იქიდან გამომდინარე, რომ აიტაცა როგორც სახელმწიფო სტრუქტურამ, ისე კერძო ბიზნესმა და ძალიან პოპულარული გახდა უმოკლეს დროში. იქიდან გამომდინარე, რომ ექსკლუზივი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ის ძალიან მცირე რაოდენობით უნდა იყოს და იყიდებოდეს, ამიტომ ჩვენ ამ პროდუქტს მეტს აღარ გამოვუშვებთ, მაგრამ ჩვენი კრეატიული პროფესიონალების ჯგუფის დახმარებით გამოვუშვებთ სხვა პროდუქტებს. ჩვენი კლასიკური პროდუქტი, 2 მოცულობიანი ბოთლი, რომლის წარმოების უფლება აქვს მხოლოდ ჩვენ კომპანიას დაპატენტებულია მრავალ ქვეყანაში და ორ მოცულობიანი სასმისი ჩვენი სავიზიტო ბარათია. სწორედ ამ არეალში ჩვენ აუცილებლად ვპირდებით ჩვენ მომხმარებელს უკეთესს.