• Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Vkontakte
  • Pinterest

კახეთი - ადგილი, სადაც ზეარის ვანეხებია

1 იანვარი, 2012

კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი და უძველესი რეგიონია. კახური ჯიშებიდან: რქაწითელი, მწვანე კახური, ქისი და საფერავის ჯიშებიდან საუკეთესო ღვინოები დგება. აქაური ღვინოები კონკურენციას უწევენ მსოფლიოს საუკეთესო ბრენდებს, ხოლო ტრადიციული კახური მეთოდით ქვევრში დაყენებული ქარვისფერი ღვინოები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ.

ამ რეგიონში მოშენებული ერთი და იგივე ყურძნიდან (ძირითადად რქაწითელი) სულ სხვადასხვა ბუკეტის და შეფერილობის ღვინოები გამოდის.  სწორედ ამიტომ ჩვენი ვენახებისთვის ადგილი აქ შევარჩიეთ .

შილდა სოფელია ყვარელის მუნიციპალიტეტში,  მდინარე ჩელთის, ალაზნის მარცხენა შენაკადის ნაპირზე. შუა კავკასიონის ქედის ლამაზად შეკეცილი კალთები,  ტყით დაფარული გორები განსაკუთრებულ კლიმატს ქმნის.  სწორედ აქ მდებარეობს ზეარისის ვენახები.ეს მინდორი უდიდეს ისტორიას იტევს.მთის ფერდობზე დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში მეფე ფარნაჯომს დაუარსებია. ეს უძველესი მეღვინეობის  მხარეა, რისი დამადასტურებელი უამრავი არქეოლოგიური მასალა არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ დღევანდელობამდე მოღწეულ უძველესი კულტურისა და სულიერების ნიმუშზე ნეკრესის  ტაძარზე, რომელიც გადმოჰყურებს  ჩვენს ვენახებს. ნეკრესის არქიტექტურული კომპლექსი უძველესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ჯერ ჯიდევ ძვ. წ. აღ-მდე.  ამ ადგილის ,როგორც წარმართობის დროინდელი ასევე ქრისტიანული ეპოქის მრავალი ლეგენდა  და ამბავი უკავშირდება. სწორედ მისი უნიკალური ადგილმდებარეობის გამო ნეკრესი საქართველოს საგანმანათლებლო კერა და მტერთაგან თავდაცვის ციხესიმაგრე და ფარი იყო.  ტაძრის აღმოსავლეთით, განლაგებულია ერთსართულიანი შენობა, რომელშიც მარანი, თავისი ქვევრებითა და საწნახელით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი, რაც ამ კუთხის უძველესი მეღვინეობის ტრადიციების თვალსაჩინო დადასტურებაა.

 

უნიკალური კლიმატი, დალოცვილი ნიადაგი გამჭვირვალე ჰაერი, ვარდისა და ტყის კაკლის  თავბრუდამხვევი სუნი, წიწვოვანი ხეების სურნელი  ... ყველა არომატი რომელიც ჰაერში ტრიალებს  და გარს აკრავს ჩვენს ვენახებს ზემოქმედებს ჩვენი სასმელის ხარისხზე, სწორედ ამიტომ არის ზეარის ყველა პროდუქტის გემო ასეთი ნატიფი და დახვეწილი.

კახური ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოს 8000 წლის ტრადიცია აქვს და მას ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაცია UNESCO-მ ეს მეთოდი შეიტანა მსოფლიოს არამატერიალური კულტურის საგანძურის ნუსხაში. ზეარისი ამ ტრადიციებს სიამაყით ღირსეულად აგრძელებს.