შეზღუდული გამოშვება ჭაჭა „ზეარის“ ფერი ქარვისა და ოქროს ჰარმონიული ციალია. ზეარის „ოქრო“ განსაზღვრული რაოდენობა ჩამოისხა 2015 წელს და აღარ მეორდება. ყველა ბოთლს თავისი უნიკალური ნომერი აქვს. არა მხოლოდ ბოთლის, არამედ ყუთის ყველა დეტალი ხელთნაკეთია, დამშვენებულია მოოქროვილი საყელოთი და მედალიონით. სურნელში ციტრუსის ყვავილი შეხამებულია მოხალული კაკლის და ჩირის ტოტებთან. გემო რბილი და მდიდარია. გამოხატულია ოდნავ მწველი ტანინი და ბოლოვდება ფიჭვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმწკლარტით.
ზეარის მოყვება ვიდეო წიგნი, რომელშიც ჩაწერილია საქართველოს პეიზაჟები და ზეარის სარეკლამო რგოლი.
შეზღუდული გამოშვების შეძენა პრიორიტეტს განიჭებთ, რადგან თქვენ ხდებით ზეარის ოქროს ბარათის მფლობელი. ოქროს ბარათის მფლობელები სარგებლობენ ფასდაკლებით ზეარისის პროდუქციაზე, ხოლო 10 ასეთი ბარათის მფლობელი ზეარის კლუბის წევრი ხდება. ზეარის კლუბის წევრობა ასევე მრავალი საინტერესო შეთავაზებას გულისხმობს. იმის გარდა, რომ თქვენ ინფორმაციული იქნებით ყველა სიახლის შესახებ რაც კომპანიაში ხდება, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებით:
თუ თქვენ საქართველოს სტუმარი ხართ:
თუ საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით:
ჩვენი კომპანია ოჯახია, გაგვიხარდება თუ თქვენც ჩვენი ოჯახის წევრები გახდებით.